თეგი: სოხუმის დაცემის დღე

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია. გზა ამ მიზნისაკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე გადის

საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს გაერთიანების მიზნისაკენ გზა მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგზე და თანამშრომლობაზე გადის. „1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა. ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ამ დღიდან, საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის. ასევე გვჯერა, და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით, რომ გზა ამ მიზნისაკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგზე და თანამშრომლობაზე გადის. მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობას და კეთილდღეობას”,-წერს პრემიერ-მინისტრი. სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. 1992-1993 წლებში, ომის შედეგად, 3 ათასზე მეტი ჯარისკაცი და 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.  

სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა - ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩო სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დღესაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა.    „სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს. მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  

მთავრობის, პარლამენტის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს

მთავრობის, პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის სასახლის ეზოში და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  

პატრიარქი: დღეს არის მწუხარების დღე, დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად

დღეს არის მწუხარების დღე, დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ის ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად. აი, ახლა მრავალი მწუხარე ადამიანია, მრავალი უცხო ადამიანია ჩამოსული საქართველოში, მაგრამ იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს. დღეს არის მწუხარების დღე დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. ვინც ზეიმობს დაცემას, ის ზეიმობს თავის დაცემას. ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ჯვარი უფლისა იყოს მფარველი თქვენი და მთელი მსოფლიოსი. ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო: კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს

2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა - კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია, - ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. „2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა. 27 სექტემბერი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონის - აფხაზეთის ოკუპაცია, ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა და ასობით ათასი ადამიანის საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევა მოჰყვა. ჩვენ დღეს ვიგონებთ ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია — დეოკუპაცია და მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ალბათ, ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის

„უნდა ვიცხოვროთ მომავალში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან ბევრს, ძალიან ჩქარა მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როცა ჩვენი მოსახლეობა გამოდის ბიჭვინთის საკითხზე, ამას ვხედავთ, როცა რეაქციები იწყება მობილიზაციაზე, ეს ყველაფერი არის ის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განუცხადა.  „სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ეს არის ერთი თაობა. ამ ერთმა თაობამ ყველას გვაჩვენა, ასევე აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობას, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს წლები. არა აფხაზეთის კულტურისთვის, არა ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის და ეს არის ის, რასაც დღეს ალბათ, ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის. ჩვენ დღეს მზად უნდა ვიყოთ, დავინახოთ და ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო, ახალი პერსპექტივა, ახალი ურთიერთობა იწყება. გლოვა არ ყოფნის, ის აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ შეიძლება, რომ ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან ბევრს, ძალიან ჩქარა მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როცა ჩვენი მოსახლეობა გამოდის ბიჭვინთის საკითხზე, ამას ვხედავთ, როცა რეაქციები იწყება მობილიზაციაზე, ეს ყველაფერი არის ის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.  

ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე - ამერიკის საელჩო

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა და დაღუპულების ხსოვნას მიაგო პატივი: „რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმის დაცემის 30 წლისთავზე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ალან პერსელმა და აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს ათობით ათასი დაღუპული ადამიანის ხსოვნას. უამრავ დაკარგულ სიცოცხლესთან ერთად ამ ტრაგედიას ასობით ათასი ადამიანის მიერ სახლის დაკარგვა მოჰყვა. ჩვენ გვახსოვს 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე," - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა.